რატომ ვირჩევთ ავოკადოს

ზოგავთ დროს! 

არ მოგიწევთ კალორიების თვლა, ახალ-ახალი რეცეპტების მოფიქრება, მარკეტში ჩასვლა, პროდუქტების შეძენა, მომზადება, გადანაწილება დღის განმავლობაში, ჭურჭლის დარეცხვა და ა.შ. ამას თქვენ მაგივრად “ავოკადოს” მაღალპროფესიონალური გუნდი გააკეთებს.

იკვებებით ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტით 

ჩვენი კერძები დამზადებულია ნატურალური, არაგენმოდიფიცირებული ბოსტნეულითა და ვეტერინარულ-სანიტარულად შემოწმებული ხორცით.

აღარ ითვლით კალორიებს! 

თქვენ მაგივრად კალორიებს ვითვლით ჩვენ. გთავაზობთ 800-3000 კალორიიან მენიუებს, რომელიც სასურველი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ – როგორც გახდომასა და წონის შენარჩუნებაში, ისე კუნთოვანი მასის მომატებაში.

არ გაქვთ შიმშილის განცდა

შიმშილი ძირითადად მაშინ გვაწუხებს, როცა არასაკმარისად დაბალანსებულ საკვებს ვიღებთ და ჩვენს რაციონში არ არის ცილა, რთული ნახშირწყლები და ბოჭკო. “ავოკადოს” კერძებში კი დაბალანსებულია ყველა საჭირო მაკროელემენტი. თქვენ იკვებებით დღეში მინიმუმ სამ-ოთხჯერ, არ გაქვთ შიმშილის გრძნობა,თქვენი ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას და დაბალანსებული კვების ხარჯზე იწყებთ წონის კლებას

ავოკადო
დაგვიკავშირდით

მიირთმევთ მრავალფეროვან კერძებს

ჩვენი პროფესიონალი შეფ-მზარეულები ზრუნავენ, რომ ყველა კერძს ჰქონდეს გამორჩეული გემოვნური თვისებები. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ინგრედიენტებს ახალი კერძებისა და გემოების შესაქმნელად და რაც მთავარია, სეზონურად მთლიან რაციონს ვანახლებთ