ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

ხელშეკრულების  მხარეები 

  გამყიდველი: შპს 0708

მყიდველი: „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერით თანხმობას აცხადებთ, რომ გაეცანით   წინამდებარე ხელშეკრულებას და კისრულობთ ვალდებულებას შეასრულოთ მისი პირობები, როგორც „მყიდველმა“.

ელექტრონული შეთანხმება

სახელშეკრულებო პირობების შესახებ

ქ. თბილისი                                                                                  2022 /2023 წელი

                                          1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები

  ერთის მხრივ მომსახურე ორგანიზაცია      შპს 0708    (შემდგომში შემსრულებელი) da  meores mxriv მომხმარებელი  ვთანხმდებით  წინამდებარე  სახელშეკრულებო პირობებზე

                                                 2. ხელშეკრულების საგანი

2.1    საკვების მიწოდება

2.2  მომსახურე ორგანიზაცია  შპს 0708 გადასცემს  მომხმარებელს   მის მიერ არჩეულ მენიუს (საკვებს).

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

    შემსრულებლის  უფლება- მოვალეობები

3.1. მომსახურე ორგანიზაცია  (შემსრულებელი)  ვალდებულია  მომხმარებელს  მიაწოდოს დათქმულ დროსა და ვადაში მის მიერ შერჩეული /არჩეული საკვები /მენიუ.   

3.2. მომსახურე ორგანიზაციას  (შემსრულებელი)   უფლება აქვს  მომხმარებელს  არ გადასცეს შეკვეთილი ნივთი, საკვები/მენიუ  სანამ არ იქნება წარმოდგენილი   საკვების გადახდის  დამადასტურებელი ქვითარი.

მომხმარებელის უფლება-მოვალეობები

3.3. მომხმარებელი  ვალდებულია არჩევისთანავე ( მენიუს/საკვების)  მომსახურე ორგანიზაციას შემსრულებელს  გადაუხადოს  არჩეული მენიუს საფასური სრულად.

3.4  მომხმარებელს  უფლება აქვს მის მიერ არჩეული მენიუს/ საკვების  გადახდილი საზღაურის შემდეგ  მიიღოს  მისი კუთვნილი  საკვები/მენიუ შემსრულებლისაგან.

                                                       4. ხელშეკრულების შეწყვეტა

4.1  თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე   (მომხმარებლის მიერ მითითებული ვადის გასვლამდე) მომხმარებელი  შეწყვეტავს ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმის სახით  გადახდილი თანხის 30 % -ი.

4.2 მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების /მედიაციის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში  მხარეები მიმართავენ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს.

                                               5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

5.1  ხელშეკრულება შალაში  შედის  შემსრულებლისათვის  (შპს 0708)   შეკვეთის მიღებისთანავე (ტელეფონით, მეილით, ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით)  და ძალაშია დავალების შესრულებამდე.  

                                                     6.  ზოგადი დებულება

6.1      საიტზე განთავსებული წინამდებარე        შეთანხმება   სახელშეკრულებო პირობების შესახებ ჩაითვლება  გაცნობილად/დადებულად,  შემკვეთის მიერ შემსრულებლისათვის შეკვეთის განხორციელების მომენტიდან.

პატივისცემით,

შემსრულებელი შპს 0708 -ს  ადმინისტრაცია